ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.

„ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომას, რათა განვიხილოთ ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარება“, – დაწერა ბორელმა