ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
„ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომას, რათა განვიხილოთ ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარება“, – დაწერა ბორელმა