ისრაელში, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი გარდაიცვალა

ისრაელში, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC ისრაელის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად 545 ადამიანია დაშავებული. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 1 გარდაცვლილისა და 3 დაშავებულის შესახებ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.