14.2 C
რუსთავი
მთავარი ყველა მსოფლიო პირველ ეტაპზე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 20 სატვირთო მანქანა შევა

პირველ ეტაპზე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 20 სატვირთო მანქანა შევა

ტელეარხთან საუბრისას ბრენანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ოპერაციის შესრულებას ბევრი სირთულე ახლავს თან.
ის „დასაწყისს“ უწოდებს ამერიკისა და ეგვიპტის პრეზიდენტების შეთანხმებას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანის შეყვანის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. ბრენანი ამბობს, რომ საბოლოო მიზანი სექტორში დღეში 100 სატვირთო მანქანის შეყვანაა.

„ეს არ არის სპრინტი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის მარათონი“, – განაცხადა ბრენანმა და აღნიშნა, რომ სექტორში დახმარების საჭიროება ბოლო დღეებში გაიზარდა.

ღაზაში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე ისრაელის თანხმობის შესახებ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში დაადასტურეს რომ ისრაელი ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ხელს არ შეუშლის.