პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ გაიმართება. მსჯელობა 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ჰქონდათ კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დაადასტურეს, რომ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა