6 ოქტომბერს ქუთაისში +24 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +4 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +22, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
გუდაურში +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +17, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +21 იქნება გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი იქნება. +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.