რუსთაველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ალექსანდრე ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე იასპარეზებენ.
სპორტული აქტივობა ჭაბუკებსა და უმცროს ჭაბუკებს შორის ოზურგეთში 27-29 ოქტომბერს გაიმართება.
რუსთაველ მოჭიდავეებს, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, დღეს სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი შეხვდა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ვეტერანი მოჭიდავე, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი მალხაზ გოგოლაძე, რომელმაც ეს ტიტული 1 კვირის წინ მოიპოვა.









