რუსთაველი ვეტერანი მოჭიდავე მალხაზ გოგოლაძე მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა

რუსთაველი ვეტერანი მოჭიდავე მალხაზ გოგოლაძე მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩემპიონატი საბერძნეთში გაიმართა. გოგოლაძემ 62 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

რუსთაველი ვეტერანი მოჭიდავე მსოფლიოს ორგზის პრიზიორი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ-პრიზიორია.