რუსთავის მერიის და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავის ახალ მედიათეკაში, ავსტრიული კუთხე გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში, ავსტრიელი მწერლის, როზე აუსლენდერის ლექსების ორენოვანი კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა.
ავტრიის საელჩომ, რუსთავის ახალ მედიათეკას გერმანულენოვანი ლიტერატურა გადასცა საჩუქრად, რითაც თანამედროვე ბიბლიოთეკის წიგნსაცავი გერმანულენოვანი მკითხველისთვისაც საინტერესო გახდა.
ავსტრიული კუთხე , რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ავსტრიის საგანგებო და სრულიფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა და სახელმწოფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვიმა გახსნეს
ავსტრიული კუთხის გახსნას რუსთავის სკოლების გერმანული ენის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.