21და 22 ოქტომბერს რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე ახალი სპეკტაკლის პრემიერა გათამაშდება.
რეჟისორი გიორგი ქანთარია მაყურებელს მარტინ მაკდონას პიესის მიხედვით დადგმულ კუნძულის ხეიბარს წარუდგენს.
,,კუნძულის ხეიბარი” მარტინ მაკდონას პიესის მიხედვით ინსცენირებული იგავია, ადამიანთა სამყოფელზე, რომლებიც უხეშ და მკაცრ რეალობას დაყოლილნი, საკუთარი ფუნქციის შენარჩუნებას ცდილობენ.
ეს არის შავი კომედია მშობლიური მიწის მიტოვებაზე, საკუთარი კუნძულიდან გაღწევის ისტერიულ სურვილზე, უკეთესი მომავლის იმედითა და საბოლოდ გაწბილებით დაბრუნებაზე, რადგან ბოროტებაც და სიკეთეც ყველგან ერთნაირია, სადაც არ უნდა გადაიხვეწო და ხშირად მშობლიური ნაგვსაყრელი სჯობს, უცხოთა შელამაზებულ საცხოვრებლებს.