რუსთავის მერია, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად, რუსთავის ბაგა-ბაღებში, მოზარდის განვითარებაზე მეტად ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს და ცნობილ მეცნიერთან ერთად, ახალ პროექტს ახორციელებს.
ქართული პედაგოგიკის ნოვატორი შალვა ამონაშვილი, პირადად უხელმძღვანელებს პროგრამას, რომლის მიხედვითაც, რუსთავის ბაგა-ბაღების აღმზრდელები, სპეციალურ ტრენინგ-კურსს გაივლიან.
პედაგოგიკის და ბავშვთა ფსიქოლოგიის ტრენინგების კურსს, რუსთავის ბაგა-ბაღების ყველა ის თანამშრომელი გაივლის, ვინც უშუალოდ ჩართულია სააღმზრდელო პროცესში.
პროექტი- ,,სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში”, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
პროგრამის განხორციელებაში, ცნობილ ქართველ მეცნიერთან ერთად, რუსთავის მერიის და ბაგა- ბაღების გაერთიანების თანამშრომლების სპეციალური ჯგუფიც იქნება ჩართული.
პროექტის პრეზენტაცია, შალვა ამონაშვილმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები, ,,შალვა ამონაშვილის აკადემიის’’ დამფუძნებელი ნინო ამონაშვილი, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი, სარეაბილიტაციო ცენტრის -,,კესანე” ხელმძღვანელი ეკა ნოზაძე და ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში, რუსთავის მერიასა და ,,შალვა ამონაშვილის აკადემიას” შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდა.