რუსთავის მერია, საქართველოს თვითმმართველობებისთვის უპრეცენდენტო სასამართლო პროცესს იწყებს და ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის ქმედებებს, სასამართლოში ასაჩივრებს.
როგორც ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ნაციონალური მოძრაობის და პარტია საქართველოსთვის კოალიციას, რუსთავში 100 მილიონ ლარამდე ღირებულების მსხვილი საინვესტიციო პაკეტები აქვს გაჩერებული.
ასევე მან აღნიშნა რომ რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის და პარტია საქართველოსთვის კოალიცია , საკრებულოს რეგლმანტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს რუსთავის მერიიდან განსახილველად გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
მისივე თქმით ამ ქმედებით, ერთის მხრივ ფერხდება ქალაქის განვითარება, ზარალდება რუსთავის მოსახლეობა და ხელი ეშლება მერიის საქმიანობას, მეორეს მხრივ, კი საკრებულო კარგავს კანონით მინიჭებულ ფუნქციას.
რუსთავის მერის განცხადებით მერიამ სარჩელი ქალაქის სასამართლოში 27 ოქტომბერს შეიტანა