28 ოქტომბერს რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში სტარტი აიღო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირმა რომელსაც უკვე ტრადიციული სახე აქვს და წელს მეათედ იმართება.
შეჯიბრში მონაწილეობას U18-ს რვა გუნდი მიიღებს: “რუსთავი 1991”, “ქუთაისი”, “ვინგსი”, “ზაზა”, ” თბ.ბასკეტი”, ” ბრუკლინი”, “დინამო”, ვ. სანიკიძის აკადემია.
ტურნირის გამარჯვებული 1 ნოემბერს გამოვლინდება.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები.









