რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე გეზრბენში შეჯიბრი გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე გეზრბენში შეჯიბრი გაიმართა

ერთმანეთს ბიჭებში 14 საჯარო და კერძო სკოლის, გოგონებში კი 9 გუნდი დაუპირისპირდა.

ოლიმპიადის ფარგლებში დეკემბრის ჩათვლით, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, შეჯიბრი სპორტის 7 სახეობაში გაიმართება: გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურშთი, კალათბურთში, ხელბურში და მხიარულ სტარტებში გაიმართება.

ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას საქართველოს ბავშვთა სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ,საქართველოს კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანადგომით დასამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების მერიების ხელშეწყობით ახორციელებს.

პროგრამის მიზანია სასკოლო სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვა.