რუსთავმა სუპერლიგის მორიგი გათამაშება ღირებული გამარჯვებით დაიწყო

სუპერლიგის პირველი ტურში საკალათბურთო კლუბმა „რუსთავი” საკუთარ მოედანზე ქუთაისს უმასპინძლა.

რუსთავმა თამაში ზუსტი სამქულიანებითა და მწყობრი დაცვით მოახერხა. მესამე პერიოდში ლიდერობა დაიბრუნა და ბოლო ათწუთეულში მეტოქე უშანსოდ დატოვა

მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე რუსთავის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია.

საბოლოოდ რუსთავმა 103:86 გაიმარჯვა  და აქტივში პირველი 2 ქულა ჩაიწერა.