,,რუსთავქალაქობა 2023“ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქართული მუსიკის კონცერტით აღინიშნა

,,რუსთავქალაქობა 2023“ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქართული მუსიკის კონცერტით აღინიშნა.
ქალაქის დღესასწაულის მთავარი თემა, წელს უძველესი და მე-20 საუკუნის განახლებული რუსთავის ისტორია იყო.
საზეიმო საღამოს, ყველა თაობის, მათ შორის სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომელთაც განახლებული ქალაქის მშენებლობასა და განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვით.
,,რუსთავქალაქობის“ საზეიმო კონცერტში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიკა ნიკვაშვილი, ანსამბლი ,,ქართული ხმები”, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ლაშა ნოზაძე და მიხეილ ჯავახიშვილი იღებდნენ მონაწილეობას.
,,რუსთავქალაქობის” საზეიმო ღონისძიებას მუსიკოსი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე უძღვებოდა.
ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად უკვე 25 წელია, რაც აღნიშნავენ.