რუსთავქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს,სადაც აღნიშნულია,რომ რუსთავქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, 10:00 სთ-დან 24:00 საათამდე, კოსტავას გამზირის N21 -დან N29-მდე, ხოლო 17:00 სთ-დან 22;00 საათამდე, კოსტავას გამზირის N10-დან N18-მდე არსებულ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.