რუსთავში მერაბ მერაბიშვილის სახელობის ღია რეგიონალური ტურნირი გაიმართა

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონის, მერაბ მერაბიშვილის სახელობის ღია რეგიონალური ტურნირი გაიმართა.

სპორტულ აქტივობაში ქვემო ქართლიდან მოწვეულმა მოჭიდავეებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირი ჭაბუკებს შორის, 12 წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და თასები დაჯილდოვდნენ.