სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითრების ცენტრის მხარდაჭერით, რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მხატვართა გაერთიანება „გამა“-ს წევრების ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა გაიმართა.
სივრცეში წარმოდგენილია 40 რუსთაველი მხარტვრის სამოცდაათზე მეტი ნამუშევარი.
ნახატები და ქანდაკებები მუზეუმში 20 ოქტომბრამდე დარჩება და დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით მხატვართა გაერთიანება „გამა“-ს წევრების ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა ყოველწლიურად იმართება.









