სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადებას იწყებს.
სპორტის დეპარტამენტის გუნდური სახეობების განყოფილების უფროსი, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კოორდინატორი ქვემო ქართლში გოჩა თათარაძე და რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, პედაგოგი გიორგი კიკნაძე რუსთავის საჯარო და კერძო სკლების სპორტის პედაგოგებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ოლიმპიადის საჭიროებებზე და დეტალებზე ისაუბრეს.
სკოლებს შორის შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიმდინარე თვეს დაიწყება და დეკემბერში დასრულდება.
ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას საქართველოს ბავშვთა სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ,საქართველოს კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანადგომით დასამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების მერიების ხელშეწყობით ახორციელებს.
პროგრამის მიზანია სასკოლო სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვა.