პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 74 ხმით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდება.
„წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სტაჟირების სქემა ევროპული ყაიდის წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკაში დაფუძნებულ სისტემაზე გადაგვყავს, რომლითაც ყველა ადამიანი, ვინც საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებას გაივლის, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.