სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ფრენბურში, ვაჟებს შორის რუსთავის მერიის თასი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა 2007-2008 წლებში დაბადებული ვაჟებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს. შეჯიბრი სამი დღის გამბავლოვლობაში მიმდინარეობდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს რუსთავის „რუსთავი“ და თბილისის „გორდა“ დაუპირისპირდა, სადაც პირველი ადგილი თბილისის გუნდმა მოიპოვა, რუსთავი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფრენბურთში „რუსთავის მერიის თასმა“ ტრადიციული სახე მიიღო და წელს მეორედ ჩატარდა.