ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბაზალტით გზის მოწყობის სამუშაოები სიონის, წერეთლის, ოჩხიკიძის,სოხუმისა და 500 ბოლნელის სახელობის ქუჩებზე უკვე დასრულდა. პარალელურად აღნიშნულ ქუჩებზე გარე განათების სისტება მოწესრიგდა.
რაც შეეხება ჭავჭავაძის,სოხუმის,ვაჟა ფშაველას და წმინდა ნინოს ქუჩის მონაკვეთებსასფალტის საფარის დაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე წელს ჯამში 6 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” თანადაფინანსებით ხორციელდება