ქალაქ ბოლნისში ფესტივალი „ღვინის დღეები“ იმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს, ქალაქ ბოლნისში ფესტივალი „ღვინის დღეები“ იმართება.

ფესტივალის სტუმრებს, ძველ გერმანულ უბანში, წისქვილის ქუჩაზე ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

დღის მანძილზე გაიმართება სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა, რომელიც გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკის ვიზიტორზე.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს გიგი პიანომენი, დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი რომელშიც ანსამბლი „ალილო“, ბენდი ¼ და ლინდა ადამია მიიღებენ მონაწილეობას.