ქვემო ქართლის მხარე „თბილისობის“ სახალხო დღესასწაულს შეუერთდა

1 ოქტომბერს ქვემო ქართლის მხარე „თბილისობის“ სახალხო დღესასწაულს შეუერთდა.

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებმა.

ადგილზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი გამოფენები, ეთნოგრაფიული პერფორმანსი, ქართული და აზერბაიჯანული კულინარიის მასტერკლასები, ღვინის კუთხე, რეწვის მასტერკლასი და მრავალეთნიკური ფოლკლორი.