ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 1 900-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია 60% ბავშვი და ქალია. დაშავებულია 7 696 ადამიანი. სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.
ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.