ხვალიდან საქართველოში ფესტივალი “ღვინის დღეები” იწყება.
ფესტივალი საქართველოს 23 ქალაქში, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
“ღვინის დღეებს” ბოლნისის მუნიციპალიტეტი, 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, წისქვილის ქუჩაზე უმასპინძლებს.
ფესტივალი ეძღვნება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ემსახურება ქართული მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის სამშობლოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.
აღსანიშნავია რომ ფესტივალი ღვინის დღეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წელს უკვე მეორედ გაიმართება.