12 ოქტომბერს,ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს 11:00-
დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
წალკის რაიონის სოფლებში ბედიანი, დიდი კლდეისი, ნარდევანი, აიაზმა და
მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს
რაიონის სოფლებში ორბეთი, წყლულეთი, კვესეთი, ღოლოვანი და მიმდებარე
სოფლებში;

14:15-დან 15:15 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეშენებელთა
ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.