13 ოქტომბერს ბოლნისში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართება.
“ღვინის დღეებს” ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ხვალ 17:00 საათზე, წისქვილის ქუჩაზე უმასპინძლებს• 17:00-19:00 ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00-19:00 კვების სივრცე: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00-19:00 საგამოფენო სივრცეები „ქართული ღვინის ისტორია“.
• 17:00 – 19:00 საბავშვო აქტივობები: ღვინის ბოთლის ეტიკეტისა და თიხის ქვევრების მოხატვა, ხეზე ამოწვის გაკვეთილი და ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
• 17:00-19:00 ქართული კუთხე: ჩურჩხელების ამოვლება, პურის ცხობა, ფელამუშის მომზადება, საწნახელში ყურძნის დაწურვა.
• 17:00 -18:30 ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია.
• 17:00-18:00 Gigi Pianoman.
• 18:00 – 20:00 კონცერტი: ანსამბლი „ალილო“; ბენდი ¼ და ლინდა ადამია.
ფესტივალი ეძღვნება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ემსახურება ქართული მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის სამშობლოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.
ფესტივალი საქართველოს 23 ქალაქში, 7 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება









