13 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 11:00-
დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-19, 21-ე, მე-18
მიკრორაიონებში, აღმაშენებლის, მეგობრობის, ფალიაშვილის და მიმდებარე
ქუჩებზე;

11:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში
კამარლო, დაგარახლო, მაშავერა, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში დიდი ლილო,
ნასაგური, სამგორი, პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე
სოფლებში;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ტეთრიწყაროს რაიონის
სოფელ დიდ კლდეისში;

13:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის
რაიონის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, ბაილარი, მირზოევკა და
მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და
გარდაბნის რაიონის სოფლებში კალინინო, ვახტანგისი, ბირლიკი და
მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.