ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 11:00-
დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ვახუშტის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის
სოფლებში ნორიო, მარტყოფი, წინუბანი, ბროწეულა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









