ბოლნისის „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო თვეს მორიგი აქტივობით შეუერთდა.
კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა ორგანიზაციის წევრებმა ვარდისფერი კვამლით და ბუშტებით პერფორმანსი მოაწყვეს. პერფომანსის მიზანი წარმოადგენდა საზოგადოებისთვის შეხსენებას,რომ კიბო განაჩენი არ არის და დროული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.
ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით ცნობილი კამპანია მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაცია / GD Women ი მეორე წელია, უერთდება. შესაბამისად, მეორე წელია ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა ღონისძიები ტარდება.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში სოლიდარობის ნიშნად წელს ვარდისფრად განათდა ბოლნისის კულტურის სახლი, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სოფელ-ხატისოფელსა და ქვემო ბოლნისში. ხოლო 4 ნოემბერს „ბოლნისის ცენტრალური კლინიკის“ ტერიტორიაზე იგეგმება სკრინინგის აქცია.
კამპანიის მიზანია საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა ყოველწლიურად მეტმა ქალმა ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგით და სისტემატიურად გაიკეთოს გამოკვლევები.