„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

უელსი 14 ქულით C ჯგუფის ლიდერია, საქართველო კი მეოთხე ადგილს იკავებს. „ბორჯღალოსნებმა“ ტურნირზე 3 შეხვედრა ითამაშეს, საიდანაც ორში დამარცხდნენ, ერთი კი ფრედ დაასრულეს. გუნდს 3 ქულა აქვს.