რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდულ დასაქმების პროგრამას აცხადებს

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ახალგაზრდულ დასაქმების პროგრამას, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ ქალაქ “რუსთავის მერიის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა” და ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრის” თანაორგანიზატორობით.
პროექტი მოიცავს ერთთვიან დასაქმების პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და ახალგაზრდების დასაქმებას და ჩართვას ქალაქის განვითარებასა და მოვლა-პატრონობაში.
სამუშაო აღწერილობა:
ახალგაზრდები 1 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ მუშაობის პროცესში, რის მიხედვითაც ისინი წინასწარ გაწერილი გრაფიკით, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო დროით მწვანე სივრცებიის მოვლა-პატრონობასა და ახალი ნარგავების დარგვაში ჩაერთვებიან.
დასაქმების პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა რუსთაველ ახალგაზრდას 18 დან 29 წლამდე.
დასაქმების ხანგრძლივობა: 1 თვე (ნოემბერი, 5 კვირის სამუშაო დღე)
ანაზღაურებადი
სამუშაო საათები:
09:00 – 13:00;
12:00 – 16:00;
14:00 – 18:00
თუ გსურს დასაქმდე შენზე მორგებული გრაფიკით შეასვე აპლიკაცია.
აპლიკაციის მიღება: 18.10.2023 – 25.10.2023
აპლიკანტების შერჩევა: 23.10 – 26.10.2023
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!