რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით, 2023 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებების შედეგად, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილის გეგმა 115 მილიონ 242,3 ათასი ლარით განისაზღვრა.
„- 2023 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში თანხები აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რებილიტაციის დაფინანსების, მუზეუმის ხელშეწყობის, კულტურული ღონისძიებების განხორციელების პროგრამებსა და სარეზერვო ფონდში გადანაწილდა, ასევე მოხდა გამოთავისუფლებული თანხების სხვადასხვა პროგრამების მუხლიდან მუხლში გადატანა.“- განაცხადა სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, მამუკა მამაიაშვილმა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამაში, შედეგად ნოემბრის თვიდან ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა 2200 ბენეფიციარს მიეცემა.
თანხმობა მიეცა შპს „ჯეოსთილს“ და „საცხენოსო კლუბ რუსთავს“ მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე, ასევე ვადა გაუგრძელდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დარღვევის გამოსწორების მიზნით, „რუსთავი დეველოპმენტ“-ს.
საკრებულოს დღეს გამართულ რიგით N27 სხდომაზე, დეპტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს.