სუპერლიგის პირველი ტურში საკალათბურთო კლუბმა „რუსთავი” საკუთარ მოედანზე ქუთაისს უმასპინძლა.
რუსთავმა თამაში ზუსტი სამქულიანებითა და მწყობრი დაცვით მოახერხა. მესამე პერიოდში ლიდერობა დაიბრუნა და ბოლო ათწუთეულში მეტოქე უშანსოდ დატოვა
მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე რუსთავის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია.
საბოლოოდ რუსთავმა 103:86 გაიმარჯვა და აქტივში პირველი 2 ქულა ჩაიწერა.









