რუსთავში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლებმა მიიღეს,რომლებმაც სასწავლო მასალების გარდა, მოსწავლეების ნახატები და ნამუშევრები წარმოადგინეს.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა რუსთავის მერიის მოადგილემ ბატონმა ოთარ ტატალაშვილმა და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნენსი პარკსმა.
ღონისძების მიზანია წარმოაჩინოს მასწავლებელთა ღვაწლი და საქმიანობა, რომელსაც ისინი მომავალი თაობის აღსაზრდელად ყოველდღიურად ეწევიან.
ღონისძიების ორგანიზატორია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა, რომელიც საქართველოს 2075 სკოლაში, და მათ შორის რუსთავის საჯარო სკოლებშიც, უკვე მეოთხე წელია, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვას უწყობს ხელს.
შეგახსენებთ ახალი ინიციატივის თანახმად, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის
27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.