ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 1050-ს გადააჭარბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს ღაზის სექტორში, ბოლო მონაცემებით, 1055 ადამიანი ემსხვერპლა, 5100-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც მანამდე უწყებაში განაცხადეს, დაშავებულთა დაახლოებით 60% ბავშვები და ქალები არიან.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.