დღეს ევროკომისია 2023 წლის გაფართოების პაკეტს წარადგენს და ცნობილი გახდება, ერთხელ გადავადებული სტატუსის შემდეგ, კომისია გასცემს თუ არა რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
დოკუმენტსა და ვრცელ ანგარიშზე, რომელსაც პარტნიორები წელიწად-ნახევარია ელიან, განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გააკეთებს. დილით კომისიაში პოზიციების შესათანხმებლად, ბოლო შეხვედრა გაიმართება.
ანგარიში პირველად ქვეყნდება მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, უკრაინამ და მოლდოვამ კი, ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსი, ხოლო სამივემ, პირობები შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება, ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.