ისრაელში 7 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ისრაელში 7 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მუსიკალურ ფესტივალსა და ისრაელის სოფლებზე „ჰამასის“ თავდასხმიდან ერთი თვე გავიდა.

სისხლიან შაბათს ჰამასის მებრძოლებმა 1400 ადამიანი მოკლეს და, სულ მცირე, 240 მძევალი გაიტაცეს. ამის გამო, ისრაელი უკვე ერთი თვეა ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის ინფრასტრუქტურასა და ცოცხალ ძალას ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან უტევს.

„ცაჰალი“ ირწმუნება, რომ ბოლო რამდენიმე საათში არმიის დანაყოფებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.