რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტი- ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“ კლდიაშვილის ქუჩაზე, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში, გამწვანების აქცით დაიხურა.
ახალგაზრდების დასაქმებას ერთთვიანი ანაზღაურებადი პროგრამა ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“ რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანაორგანიზებით განხორციელდა.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნარგავების დარგვაში იღებდნენ მონაწილეობას.
აქციას, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები შეურთდნენ.
აქციის მონაწილეებისთვის, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის მიზნით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკის მოხმარების ვორქშოფიც მოაწყეს. 6 ერთეული სპეციალური ტექნიკური საშუალება, რუსთავის მერიას, ევროკავშირის პროექტის- ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, გრანტის სახით გადაეცა.
პროექტის ფარგლებშივე განხორციელდაა ინიციატივა, რომლის მიზანიც, რუსთაველი ახალგაზრდების ქალაქის გამწვანების პროცესში აქტიური ჩართვაა.









