რუსთავის მერიაში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებაში, მოსახლეობის აქტიური ჩართვის მიზნით, საჯარო შეხვედრები გრძელდება .
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, მერის მოადგილეებმა: კახა გურულმა, ბესიკ ტოგონიძემ და ოთარ ტატალაშვილმა საკურატორო სფეროების მიხედვით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს წარუდგინეს.
შეხვედრებს, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, რუსთავის მერია საკრებულოში 15 ნოემბერს შეიტანს.