დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა .
შეხვედრაზე იმსჯელეს შშმ პირთა იმ საკითხებზე რომელიც საკონსულტაციო საბჭოს დებულებაშია მოცემული.
საბჭოს შექმნის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შშმპ მედია პოზიტივს”ეკუთვნის .
შეხვედრას საკრებულოს წევრები პარტია საქართველოდან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია რომ მსგავსი საბჭო საკრებულოს დონეზე უპრეცედენტო შემთხვევაა.