რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს მძღოლებისთვის საგზაო უსაფრთხოებისა და მძღოლთა უსაფრთოების მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ფრანგული კომპანია SYSTRA – ს ჩართულობით, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს მძღოლებისთვის საგზაო უსაფრთხოებისა და მძღოლთა უსაფრთოების მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა.
ტრეინინგს უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური დოქტორი ბატონი ელიზბარ დარჩიაშვილი.
ტრენინგს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.