რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია,მოადგილე ზაზა ჯაიანი და ფრაქცია ,,რუსთავი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნათია შელეგია რუსთავის საკრებულოში, რუსთაველ სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ნოდარ შეროზიამ ახალგაზრდებს საკრებულოს საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპები და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკა გააცნო.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საბჭოების მუშაობის შესახებ.
მოგვიანებით, სტუდენტები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ლოცულაშვილს შეხვდნენ, რომელმაც მათ გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.