რუსთავში კომედიის მეცხრე თეატრალური ფესტივალი დასრულდა

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში კომედიის 9 თეატრალური ფესტივალი დასრულდა.

ფესტივალი რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა გოჩა კაპანაძის სპექტაკლით ძუნწი დახურა

​ფესტივალის დასასრულს ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის გამარჯვებული გამოავლინეს.

შეგახსენებთ, კომედიის ფესტივალი რუსთავში 10 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბერს დასრულდა, მომავალ წელს კი განახლებული პროგრამით ფესტივალი საიუბილეო მე-10 წელს აღნიშნავს.