საავარიო სამუშაოების გართულებიდან გამომდინარე წყალმომარაგება 15:00 საათზე აღდგება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” რუსთავი, სათავე ნაგებობიდან ქალაქ რუსთავამდე მიმავალ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელზე საავარიო სამუშაოების გართულებიდან გამომდინარე წყალმომარაგება აღდგება 15:00 საათზე

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 11 ნოემბერს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
რუსთავის მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას(ინტერნატები)

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.