კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის მე-15 მ/რ-ის N12-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 20 ნოემბერს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მე-15 მ/რ, მე-14 მ/რ-ის 44-დან 48-ის ჩათვლით, მესხიშვილის მე-3 გასასვ. 6, 8, 10. ლეონიძის 14-დან 24–ს ჩათვლით და შარტავას 1-იდან 13-ის ჩათვლით
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.