ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკებს საჩუქრად 140-მდე ერთეული წიგნი გადასცა
მკითხველების სურვილის შესაბამისად შერჩეული სხვადასხვა ჟანრის წიგნი, ქალაქისა და სოფლების ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა და „ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორმა“ სოსო კოპალეიშვილმა გადასცეს.
სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა ბიბლიოთეკებს „ბოლნისის კულტურის ცენტრმა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეუძინა.