ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელის“ ფინალისტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადი განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით და მისი მიზანი მოსწავლეების ისტორიით დაინტერესება, მათი ცოდნის გაღრმავება და ისტორიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციაა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და მან ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა.
სხვადასხვა ტურების მონაწილეები ჯილდოვდებიან წიგნებით, სერტიფიკატებით და „დიდგორელის“ მედალიონებით, ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ ფინალური ტურის მონაწილეებს, ხოლო გამარჯვებულს ენიშნება სტიპენდია.
ისტორიის სასკოლო კონკურსის ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, ფინალისტები, სკოლის დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.